პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია – ზედიზედ მეორედ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მოიგო.
ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართული „პარი სენ-ჟერმენისა“ და ლონდონის „არსენალის“ მატჩი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა – პარიზელებმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხეს – 1:1 (4:3).
ხვიჩამ მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ანგარიშის გათანაბრებაში.
სამწუხაროდ კვარაცხელია მეორე ტაიმის მიწურულს გაიყვანეს, რადგან ტრავმის გამო ფინალში ბოლომდე თამაში ვერ შეძლო.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.2 ქულით შეაფასა.
“პსჟ”-ს რიგებში საუკეთესო შეფასება დეზირე დუეს და ჟოაო ნევეშს ჰქონდათ, 7.7 ქულა.
Post Views: 35

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·