რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ,,ნიცას” წინააღმდეგ მატჩში?- პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა

10 hours ago 7

საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

პარიზული გრანდი “ნიცამ” 3:1 დაამარცხა.

“პსჟ”-დან ერთადერთი გოლი ფაბიან რუისმა გაიტანა.

კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და აქტიურიც იყო. ქართველს გოლის გატანაც შეეძლო.

სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 10-დან 7.6 ქულით შეაფასა.

,,პსჟ”-ს რიგებიდან ყველაზე დაბალი შეფასება მეკარემ, ჯიჯი დონარუმამ მიიღო (6.1 ქულა), საუკეთესო შეფასება კი დემბელემ დაიმსახურა (8.1 ქულა).

სრულად წაკითხვა