“რა ხდება კარგია – ტირილი და ნიჰილისტური პოსტები სრულად არასაჭიროა” – ბექა კოკაია

4 days ago 4

კომპანიის “მშვიდი ღვინო” დამფუძნებელი, ბექა კოკაია:

ბოდიში ყველასთან, არ გაშეიმინგებთ:

ტირილი და ნიჰილისტური პოსტები სრულად არასაჭიროა.

1924 წლის აჯანყების მონაწილეებიც ასე გაასამართლეს. ოღონდ, მაშინ კოლოსალურად დიდი უპირატესობა და ძალაუფლება ჰქონდა რეჟიმს ახლანდელისგან განსხვავებით.

ახლა უბრალოდ შოუს დგამენ.

აცადეთ, მეტი მასალა დარჩეს არქივს.

ხალხი მაშინ წააგებს, როცა საქართველოს მეგობარი აღარ დარჩება.

საქართველოს მეგობარი აღარ დარჩება, თუ პროტესტი შეწყდება.

პროტესტი შეწყდება, თუ ერთმანეთს მხოლოდ პესიმისტური ემოციები გავუზიარეთ.

სინამდვილეში თვითონ გაცილებით მძიმედ არიან.

დადგან შოუები. ჩვენ არ უნდა გაგვეფანტოს ფოკუსი.

ბრძოლა მარათონულია, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, თუმცა, მტკიცე სვლით აუცილებლად მივალთ იმ ნიშნულამდე, როცა რეჟიმი თვითონ დაიწყებს მოლაპარაკებას ძალაუფლების მშვიდობიან დათმობაზე.

სრულად წაკითხვა