“რადგანაც იმერეთში იგივე მდგომარეობაა, რაც გურიაში, კლუბი “თეთნულდი” მოხალისეობრივად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას” – კლუბი “თეთნულდი”

1 month ago 6

6

კლუბი თეთნულდი, განცხადებას ავრცელებს:

📌რადგანაც იმერეთში იგივე მდგომარეობაა, რაც გურიაში, კლუბი “თეთნულდი” აპირებს, მოხალისეობრივად დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.

📌ჩვენი ფინანსური და ფიზიკური რესურსი ამ ეტაპზე არც ისე დიდია, თუმცა გვაქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება, მსგავს სიტუაციებში მუშაობის.

📌 გთხოვთ, გამოგვეხმაურეთ ადამიანები, ვისაც გსურთ შემოგვიერთდეთ_ გაქვთ სპეციალური აღჭურვილობა და მეტნაკლებად, იცით მსგავს სიტუაციაში გადაადგილების წესები. ეს ორი დეტალი მნიშვნელოვანია.

📌 ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაპზე (გავრცელებული ინფორმაციით) ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ზესტაფონის და ხარაგაულის სოფლებშია.

📌 ადგილობრივებს სჭირდებათ გზის გაწმენდა და მედიკამენტები.

განახლება: ვინაიდან მსურველი ბევრია და ტექნიკური საშვალება არ გვაქვს იმდენი რომ ყველას მივაწოდოთ იქნებ მოახერხოთ და მსგავსი აღჭურვილობა ინდივიდუალურად მაინც მოიძიოთ და სკიტურით ვინც მოძრაობთ შემოგვიერთდეთ.

სრულად წაკითხვა