რადიო თბილისი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
რადიო თბილისის გვერდზე ხორციელდება არალეგიტიმური ხელისუფლების ტროლ/ბოტების და აღნიშნული ხუნტის მხარდამჭერი ტელეარხად წოდებული “იმედის” შეტევა მათთვის არასასურველ, ჩვენს მიერ გავრცელებულ პოსტებზე/ახალ ამბებზე.
რაც მათი მხრიდან გამოიხატება ასეთი პოსტების და ამასთანავე, ჩვენი ფეისბუქ ანგარიშის “დარეპორტებით”.
მაგალითად, ჩვენი გვერდიან ფეისბუქმა წაშალა “იმედზე” გაკეთებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განცხადება “მამაკაცის რძესთან დაკავშირებით”.
ასევე, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდეტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებები.
ჩვენი მედია მრავალი წელია უთანასწორო ბრძოლაშია, ყველა ხელისუფლების პირობებში.
ბოლო პერიოდში, რადიო თბილისი FM 93.5 აქტიურად ებრძვის დეზინფორმაციულ კამპანიებს და ხშირად ავლენს ცრუ (ფეიკ ახალ ამბებს), რომელსაც არალეგიტიმური, პრორუსული ხელისუფლების მედიასაშუალებები აწარმოებენ საქართველოში.
ჩვენ, გავასაჩივრეთ META-ს სათაო ოფისში აღნიშნული შეზღუდვები და ველოდებით რეაგირებას.
ამჟამად, რადიო თბილისის ფეისბუქ გვერდი გარკვეული შეზღუდვებით მუშაობს.
რადიო თბილისის გამომწერთა რაოდენობა ამ წუთებისთვის 447.152 -ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებელ რადიომაუწყებლებს შორის საქართველოში.
ბოლო 90 დღის განმავლობაში ფეისბუქ გვერდზე ადამიანთა ჩართულობა 10 მილიონს აღწევს.
მისაწვდომობა კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 90 მილიონს.
ბოლო 90 დღეში, რადიო თბილისის გამომწერთა რაოდენობა 20 ათას 400-ით გაიზარდა.
რადიო თბილისი მუშაობს საქართველოში და მსოფლიოში აღიარებული მედიაეთიკის უმაღლესი სტანდარტებით. ამას ადასტურებს არაერთი აღიარება საერთაშორისო სამაუწყებლო ინსტიტუტებიდან.
თუ ამ პოსტს ხედავთ, გთხოვთ მოახდინოთ რეაქცია და გაიზიაროთ.
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!