“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტული “იმედის” ეთერში, გერმანიის ელჩის პასუხად, თქვა:
“ეს რაიმე ღვთიური მანანა არის უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. ეს ის ხომ არ არის რაღაც პერიფერიისთვის ზემოდან ქედმაღლური ყურება, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა, მათი გადმოსახედიდან, გარკვეული მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა ქართველი ტურისტის გერმანიაში, საფრანგეთში წასვლას, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას გულისხმობს.
დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.”
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა თქვა:
“ვცდილობთ, გადავწყვიტოთ რა ვქნათ, გვსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით. არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი, მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ”,