“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური სტატუსით, ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი:
“მოდით თქვით რა სიტყვაც გნებავთ, მაგალითად: გულუბრყვილო ბჟუტური, სიტყვა ეთერში გაქცეული საბედისწეროდ, სულელურად წამოსროლილი განცხადება, კი ბატონო ცუდი მოსასმენი, კატასტროფული სისულელე იყო ეს განცხადება, დავიზაფრე რომ მოვისმინე მისი, აშკარად უნებლიედ ეთერში “გაქცეული” ეს განცხადება, ვფიქრობ სრულიად სხვა რამ უნდოდა ეთქვა და სხვა რამ გამოუვიდა “გამოისროლა”, კი ბატონო ასეა, ეთერში შეიძლება დაემართოს ადამიანს უნებლიედ (ხდება ხოლმე) სიტყვა გაექცეს დაუფიქრებლად (თუმცა შემდეგ ახსნა-განმარტებაც მოაყოლა).
გეთანხმებით ძალიან ცუდი მოსასმენი იყო ბარამიძის ეს იდიოტური და აბსურდული განხადება, მაგრამ გია ბარამიძე მოღალატე?! მსგავსი რამ არ არსებობს და ზუსტად ისეთივე აბსურდია, როგორც მის მიერ გაუგებრად “წამობჟუტურებული” განცხადება, რაის მოღალატე ხალხნო, სირცხვილია, გია ბარამიძე საქართველოსთვის მოკვდება, არც დაფიქრდება ისე.
არ ვწერ ამას ისე და ეს თავად ყველა ვეტერანმა მებრძოლმა იცის, ვისაც ის აფხაზეთში უნახავს.
ვფიქრობ ბარამიძის ბოდიშით და ახსნა -განმარტებით უნდა შემოიფარგლოს სასამართლო!!!
გულწრფელად ასე ვფიქრობ, რადგან ასეა!
არ შეიძლება ბარამიძის ღალატის მუხლით გასამართლება, ცუდია, სირცხვილია, არ არის სწორი, არც სასარგებლო სამომავლოდ!
ბოდიში საკმარისი უნდა იყოს ამ გაუგებრობისთვის! გაუგებრად ნათქვამი, საბედისწეროდ და სხვა დატვირთით გამოსროლილი სიტყვაა და არა ღალატი!
ამ ჩემი სტატუსის ყველა სიტყვას ხელს ვაწერ!” – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
paraleli პოლიტიკა