საახალწლო კონცერტები წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. ზოგმა მომღერალმა უარი თქვა მონაწილეობაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა ზოგიერთი მაინც გამოვიდა სცენაზე.
მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობისთვის, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართა, ქალაქის ბიუჯეტიდან 25 510 ლარი გადაუხადეს.
ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.