,, რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში… ერთი, ერთი დეტალი მაინც შეცვლილიყო…“ – ლაშა ბერულავა

1 day ago 3

საბერიოს ტრაგედიას, რომელსაც 5 დის სიცოცხლე შეეწირა, ემოციურად ეხმაურება ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:

,,ახლა რომ ფიქრობ და აანალიზებ, რამდენი რამ დაემთხვა საბედისწეროდ საბერიოს ტრაგედიაში:

ბავშვების დედა კლინიკაში იწვა:
ბავშვების მამა ცოლის სანახავად იყო წასული;
ბავშვებს ეძინათ (ხომ შეიძლებოდა, 4 თვის ჩვილს გაჰღვიძებოდა და ყველანი გაეღვიძებინა ტირილით);
ბავშვების ბებიამ იფიქრა, ადრე ავდგები, ღუმელს გავახურებ, ბავშვებს თბილ ოთახს დავახვედრებო და აქ უკვე მოქმედებაში ერთვება ბენზინი…
ერთი, ერთი დეტალი მაინც შეცვლილიყო…“

სრულად წაკითხვა