პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ოჯახმა 2024 წელს 15.28 მლნ გრივნა (368 750 დოლარი) გამოიმუშავა. ამის შესახებ სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის 2024 წლის დეკლარაციაში წერია, რომელიც ზელესკიმ გამოაქვეყნა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. დეკლარაცია კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.
კერძოდ, პრეზიდენტის ხელფასი 336.000 გრივნას (8 103 დოლარს) შეადგენდა, ასევე, 8.5 მლნ გრივნაზე (205 200 დოლარზე) მეტი სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 6.7 მლნ გრივნა (161 716 დოლარი) საბანკო პროცენტიდან და საკუთარი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალია.
2024 წელს პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი, 2023 წელთან შედარებით, ქირავნობის ოდენობის სრულად აღდგენის გამო გაიზარდა. საერთო ჯამში, 2023-დან 2024 წლამდე პრეზიდენტის შემოსავალში სხვაობა 2.86 მლნ გრივნაა (69.000 დოლარია), რომლის უმეტესი ნაწილიც, ანუ 1.74 მლნ გრივნა (42.000 დოლარი) ქირავნობით მიღებული შემოსავალია.
ცნობისთვის: 2023 წელს პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავალი 12.42 მლნ გრივნას (300 300 დოლარს), 2022 წელს 3.69 მლნ გრივნას (89 000 დოლარს), ხოლო 2021 წელს 10.82 მლნ გრივნას (261 370 დოლარს) შეადგენდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
წყარო: bpn