რამდენით ძვირდება სიგარეტი და ე.წ. აიქოსი

1 week ago 4

9

სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე აქციზის გადასახადი 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით გაიზრდება. განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ გააკეთა.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს ვალდებულება, რომ თამბაქოსთან მიმართებით დაწესებულ დირექტივებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ კანონმდებლობა. 2016 წლის შემდეგ აქციზზე განაკვეთი არ შეცვლილა. [დაგეგმილი ცვლილებებით] თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული აქციზის განაკვეთი გაიზრდება 20 თეთრით. საუბარია: სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე. ე.წ. „აიქოსთან“ დაკავშირებით, აქ გასახურებელი თამბაქო იგულისხმება, აქციზის განაკვეთი 15 თეთრით გაიზრდება, რაც მომხმარებელთა კლებაზე დადებით კონტექსტში აისახება. ამასთან, საგრძნობლად გაიზრდება ბიუჯეტში შენატანები“, -განაცხადა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ.

სრულად წაკითხვა