პრემიერლიგურმა "ევერტონმა" ოფიციალურად გაათავისუფლა კლუბის თავკაცის პოსტიდან შონ დაიჩი.
ცნობილია, დროებით კლუბს 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ლეიტონ ბეინსი უხელმძღვანელებს.
დაიჩი "ევერტონში" 2023 წლიდან მუშაობდა, მის ანგარიშზე კი 83 ჩატარებული შეხვედრაა აქედან კლუბმა 26 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა, ხოლო 33-ში დამარცხდა.
დაიჩის ჩასანაცვლებელი ვარიანტებიდა, ყველაზე რეალური ამ დროისთვის დევიდ მოიესია, რომელიც უკლუბოდაა და დიდი შანსია სწორედ ის გახდეს "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, მოიესი "ევერტონს" 2002-დან 2013 წლამდე წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში "ევერტონი" 17 ქულით, მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.