რამდენწლიანი ციხე დაგემუქრება ხელის აწევის გამო? – მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს, ერთის გარდა – სასამართლო პროცესი

2 hours ago 1

2

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული ნიკა გვარამია ეხმაურება პოლიციელ ივანე მაქაცარიას ჩვენებას, რომელმაც მისი თქმით, დღეს მხოლოდ ჟესტიკულაციებსა და მიმიკებზე მიუთითა.

მოწმემ თქვა, რომ გადატრიალებას ვაპირებდი, იმიტომ, რომ ჩემი ხელი დაინახა აწეული. პირდაპირ გეუბნებით, ვციტირებ: ჩემს აწეულ ხელზე თურმე ხალხმა იხუვლა და შეუტია პარლამენტს. არვიცი ახლა ცეზარი ვგონივარ თუ ვინ ვგონივარ, მაგრამ არც სახე არ ახსოვს, არც სად ვიდექით ახსოვს, არაფერი ახსოვს, ბოლოს ვკითხე, ვის გულშემატკივრობო – საფრანგეთსო მითხრა – ბოლო თამაშში, რა ქნათქო ვკითხე და არ მახსოვსო… ჩახსნილი აქვს მეხსიერება, იცის, რომ არაფერზე არ უნდა უპასუხოს იმის გარდა, რომ ახსოვს ხელი და ხალხმა იხუვლა.

ეს პროცესი მორჩება ყველას პატიმრობით და როგორც ჩანს, მორჩება უფრო მალე, ვიდრე სავარაუდოდ იყო. იცით, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა პროცესები, პლუს ამას, ყველასთვის დაინიშნა სახაზინო ადვოკატი, იმიტომ, რომ ობიექტური მიზეზითაც კი ვერ შეფერხდეს რომელიმე სხდომა. ის, რომ მოსამართლე ამ პროცესზე არის მესამე პროკურორი, ეს ფაქტია, ისევე როგორც ყველა პროცესზე, მაგრამ ქალბატონი თამარი ამ მხრივ გამორჩეულია. მოწმის დაკითხვისას, ყოველი მეორე კითხვა მომიხსნა დღეს მოსამართლემ. 

სრულად წაკითხვა