“რამდენჯერმე ღამით გაიყვანეს საკნიდან… პირდაპირ უთხრეს, არ დაგარეკინებთო” – ნიკა კაციას ძმა

9 hours ago 3

6

პროევროპულ აქციაზე დაკავებული ტელეწამყვანი, ნიკა კაცია ციხეში გაუსაძლის პირობებში იმყოფება. რეჟიმის პატიმრის ძმა, ლაშა კაცია “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ყვება, რომ ციხეში რეჟიმი ნიკას გატეხვას ცდილოსბდა  სწორედ ამას უკავშირდება შეცვლილი საკანი და ის ანტისანიტაცია, რომელშიც პატიმარი იმყოფება.

მეტიც, ლაშა კაცია ამბობს, რომ მისი ძმა ღამით რამდენჯერმე გაიყვანეს საკნიდან, ასევე პირდაპირ უთრეს, რომ არ დაარეკინებდნენ და ოჯახის წევრებთან კონტაქტს ვერ შეძლებდა.

არა მარტო ნიკა, არამედ ის ადამიანები, რომლებსაც აქციებზე დგომის გამო საქმეები “შეუკერეს”, სამშობლოს სიყვარულისთვის იხდიან სასჯელს. რამდენიმე დღე ნიკა არ გამჩენილა, არ დაურეკავს, არადა ყოვედღე გვეკიონტაქტებოდა. ვინერვიულეთ ამის გამო. მეოთხხე დღეს ცოტა ხანი ესაუბრა დედა და რაც მოასწრო წამებში გვითხრა ამ გადაყვანის შესახებ. ადმინისტრაციასაც არ აქვს პასუხი, რატომ შეუცვალეს საკანი და რატომ შეუცვალეს დარეკვის დრო და პირდაპირ უთხრეს, რომ არ დაგარეკინებთო, ყოელგვარი მიზეზის გარეშე.  ყველა დეტალეს ვერ ვიტყვი, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ რამე გაიყვანეს საკნიდან. რა საჭიროა ღამით საკნიდან გაყვანა, როცა ადამიანს ძინავს და რატომ არ ხდება ეს დღისით. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული დღეს და დაჰპირდა, რომ პრობლემას მოაგვარებს. თუ იცი, რომ საკანში ანტისანიტარიაა, თუ იცი რომ ვერ დაიძნებს, რატომ შეგყავს მაშინ პატიმარი იქ? – უნდათ რომ გატეხონ და ზემოქმედება მოახდენენ. ესენი ევრ ხვდებია როგორ გვიყვარს სამშობლო, რამდენად ვართ გაბრაზებულები და რამდენის გაძლება შეგვიძლია. 4 დღეა ტელევიზორსაც ვერ უყურებს და ინფორმაციას თვალს ვერ ადევნებს”, – ამბობს ნიკა კაციას ძმა. 

ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

9 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე კაციამ თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.

სრულად წაკითხვა