როგორც იცით, ვიქტორ ოსიმენი იჯარით გალათასარაიში თამაშობს და სულ მალე ეს იჯარაც ამოიწურება, თუმცა ვიქტორს ნაპოლის მაისურის მორგება აღარ სურს.
თურქეთში მოთამაშე ოსიმენს ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ადგილობრივმა ჟურნალისტმა საუკეთესოს არჩევა ხვიჩა კვარაცხელიასა და ოსიმენის თურქ გუნდელ იუნუს აკგუნს შორის სთხოვა.
რომელს ვამჯობინებ? ორივე კარგი ფეხბურთელია.
- უპასუხა უემოციოდ ჟურნალისტს ოსიმენმა.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენს ცუდი ურთიერთობა აქვს კვარაცხელიას აგენტთან, რომელმაც თავის დროზე ოსიმენი საუდის არაბეთს და დიდ ხელფასს მიაკუთვნა, რამაც ნიგიერიელი ძალიან გააღიზიანა და ჯუღელს გაჩუმებისკენ მოუწოდა.