როგორც აქამდე იწერებოდა, ტურინის იუვენტუსი რანდალ კოლო მუანით იყო დაინტერესებული და ტრანსფერი საბოლოოდ შედგა კიდეც.
პარი სენ-ჟერმენის საკუთრებაში მყოფი ფრანგი ფორვარდი იტალიურ კლუბში სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს.
იუვენტუსი კოლო მუანის იჯარაში 5-6 მილიონ ევროს გადაიხდის, თუმცა კონტრაქტში გამოსყიდვის უფლება ჩადებული არ არის, შესაბამისად, ფეხბურთელი სეზონის ბოლოს კვლავ პარიზში დაბრუნდება.
კოლო მუანის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჰქონდა მითვლილი.