ბოლო ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა და როგორც ჩანს, ეს სატრანსფერო ფანჯარა გუნდისთვის ძალიან დატვირთული იქნება.
როგორც GIVEMESPORT-მა დაწერა, პსჟ გუნდიდან რანდალ კოლო მუანის უშვებს, რომლითაც ლონდონის ტოტენჰემი ინტერესდება.
იწერება, რომ ინგლისელები კოლო მუანის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. გარდა ტოტენჰემისა, კოლო მუანით მანჩესტერ იუნაიტედი, მილანი და იუვენტუსიც ინტერესდებიან.