რუსი ქალი, ალიონა ნესტერიუკი, რომელსაც კახეთში მდებარე სასტუმრო კომპლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, ბრალდებებს უარყოფს.
რუსეთის მოქალაქის ინტერვიუ, რუსეთში მცხოვრებმა მამუკა ფიფიამ გამოაქვეყნა, სადაც ნესტერიუკი საკუთარ ვერსიას ჰყვება.
ქალი ადასტურებს, რომ მათ აივანზე შამპანიური გახსნეს, თუმცა ამტკიცებს, რომ ქორწილის წვეულებაზე მყოფებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
“მე საქართველოში უკვე მერვედ ვიმყოფები, მაგრამ აქამდე, არასდროს ასეთი რამ არ მომხდარა. მე არ ვფიქრობ რომ ჩვენ მოვახდინეთ პროვოცირება რაიმეთი იმის რაც მოხდა, არ გაგვიკეთებია ის ყველაფერი, რასაც ინტერნეტში წერენ.
დაქალის დაბადების დღეზე ვიყავით 5 გოგო. სხვა ადამიანები კი ქვემოთ ქორწილს ზეიმობდნენ. ჩვენ დავიწყეთ დაბადების დღის აღნიშვნა, გავხსენით შამპანური და ვიყავით აივანზე და იქიდან, ვიყურებოდით, აშკარად რაღაც არასწორად გაიგო მეორე მხარემ. მაგრამ ერთმნიშვნელივნად მინდა ვთქვა, ჩვენს გოგოებს არ დაუწყიათ კონფლიქტი. ჩვენს გოგოებს არასდროს გამოუხატავთ არანაირი შეურაცხყოფა არცერთი ერის მიმართ.
როდესაც ეს ადამიანი შემოვიდა ოთახში, აი ვიდეოც არსებობს, ის იყო არაადეკვატური, მას ქონდა არაადეკვატური თვალები და ჩვენ ყველას შეგვეშინდა.
თავად სასტუმროს რაც ეხება, ისინი არაფერში დაგვეხმარნენ, მათ დიდი შეცდომები დაუშვეს, გვითხრეს, არ გაიხედოთ ფანჯრიდან, იყავით ოთახშიო. ჩვენც ისეთი სტუმრები ვიყავით იმ სასტუმროში, როგორც ის ადამიანები, ვინც ქორწილს იხდიდა. სასტუმრომ არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად და კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთოდ არაფერი”- ამბობს რუსი ქალი.

17 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·