3
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:
,,რას უნდა ნიშნავდეს ჩხრეკა დაჭერის გარეშე და სახლებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის გატანა? ალბათ უფრო ფულის ამოღებას და არავითარ შემთხვევაში ქურდობისა თუ კორუპციის წინააღმდეგ ბრძოლას. არ დაემორჩილენ, ამხელა თანხასაც ვერსად წაიღებდნენ, ვერც ბანკში დადებდნენ, ვერც საზღვარზე გაიტანდნენ. ივანიშვილს კი კანონი არ ჭირდება ფულის ასაგროვებლად. შეიძლება არც დაიჭირონ, მთავარია ფული გაიტანონ და მარჩენალს ჩააბარინ. რას იზამენ ღარიბაშვილი ან სხვები, აყვირდებიან თუ უჩივლებენ? არც არაფერს.
მე ერთი ვიცი – ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და გაჩერება არ შეიძლება. არ უნდა გავჩერდეთ და გზაც გამოჩნდება.“