2
მედიკოსებმა გაარკვიეს, რა ტიპისს კაფსულებს ესროდა ხარებას სპეც დანიშნულების რაზმი მშვიდობიან მომიტინგეებს.
ეს ე.წ კოდირებული კაფსულაა, რომლის ანოტაციაშიც შავით თეთრზე წერია, რომ ის არ უნდა გამოიყენონ დამიზნებით ადამიანის მიმართულებით, რადგან არასწორი გამოყენების შემთხვევაში, დამრბევი საშუალება ან სერიოზულ დაზიანებას იწვევს, ან სიკვდილს.
საგანგებო ბრიფინგზე ექიმებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროსაც დააკისრეს, რადგან სარჯველაძის უწყებას არ გაუცია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა პროტოკოლით უნდა ემკურნალათ ქიმიური საშუალებით მოწამლული აქციის მონაწილეებისთვის.
ეს კაფსულა, რომელიც ინდეტიფიცირებულია GL-202, მართალია ჯერ არ ვიცით მისი აქტიური ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობა, მაგრამ ვიცით რეკომენდაციები, რომლებიც უნდა ყოფილიყო დაცული. არ უნდა გამოყენებულიყო ადგილზე, სადაც იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. სიმპტომები, რომელბიც ამ აირების გამოფრქვევის შემდეგ გაჩნდა, ნახევარ საათში უნდა გამქრალიყო, იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა, რეკომენდებული დოზით გამოყენებული“, -ამბობს ექიმი, მანანა ჯებაშვილი ტვ პირველთან.
თვეზე მეტი გავიდა რაც ძალოვანებმა მოქალაქეების დასარბევად ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს და მოქალაქეებს დღემდე აქვთ სხვდასხვა სიმპტომი, რომელიც თავიდანვე აღენიშნებოდათ.