41
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, ავრცელებს სქრინს და წერს:
მოკლედ, ეს არის გამოხმაურების მხოლოდ მცირე ნაწილი აფხაზურ ჯგუფში დაურ ბუავას გარდაცვალების შესახებ: ამ ხალხს უნდა მოვუხადოთ თურმე ბოდიში.
ვინც ამბავი არ იცის: თბილისში, ბინაში იპოვეს აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას ცხედარი, რომელიც რამდენიმე დღის გარდაცვლილი აღმოჩნდა. ამ ფაქტთან დაკავშირებითაა აფხაზების ეს გამოხმაურებები:
TrustworthyAlligator795:
მაპატიე, უფალო. თანამემამულეების წყევლამ უწია… მოღალატევ! ჯოჯოხეთში დაიწვი.
Сусанна Шинкуба:
ასეც გეკუთვნის, ნაბიჭვარო!
Ilona Liza:
ასეც გეკუთვნის. დიდი ხნის წინ იყო საჭირო.
Нурмагомет Лоу:
რაც დათესა, სწორედ ის მოიმკო
Lara Lara:
„ყველაფერი ღვთის ნებაა, ესე იგი, ასეთ სიკვდილს იმსახურებდა, მოღალატე…“

საერთაშიროსო alia.ge