მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ არენაზე თურქეთის ნაკრებთან 2:3 დამარცხდა.
მატჩის შედეგით თურქი გულშემატკივრები კმაყოფილები არიან და ესპანეთთან გასამართ მატჩს იმედიანად უყურებენ, რამდენიმე გულშემატკვირის კომენტარი სოციალურ ქსელში:
- ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, ბრავო ბიჭებო
- ვფიცავ ბოლოს მოვკვდით და აღვსდექით
- დარჩა ამ თამაშში ვინმე ვინც ყვითელი ბარათი არ მიიღო და ესპანეთთან მატჩს არ გამოტოვებს?! კვირას უფრო მშვიდად უნდა ვითამაშოთ.
- ღვთის ნებით, ესპანეთს მოვუგებთ
- ისტორია უნდა გადავწეროთ, ესპანეთთან 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ
- ბარიშ ალპერისგან ასეთი მოძრაობა აუცილებელი იყო? ყველა თამაშში ერთსა და იმავეს აკეთებს
- შეიძლება ეროვნულ ნაკრებს ჰყავდეს ისეთი უსარგებლო ფეხბურთელი, როგორიც ბარიშ ალპერია? თითქმის 3 ქულა დაგვაკარგვინა
- ის და მისი ასეთი უაზრო ქცევები მოგვბეზრდა. ამ მატჩში თურქები არ იყვნენ და ის ვერ დაიცვეს
- ნახვამდის. მატჩში ბევრი ოფლი და სისხლი დავტოვეთ და მიზანს მივაღწიეთ.
წყარო: belive.ge