რას წერს კრემლი ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე

3 hours ago 2

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ხოლო დაიწყება ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

კრემლის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, პუტინი დათანხმდა ტრამპის შეთავაზებას და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაუყონებლივ გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება.

თუმცა, რუსეთის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუტინმა მოითხოვა აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერება. ამის შესახებ ამერიკულ მხარეს არაფერი აქვს ნახსენები.

“აშშ-ს პრეზიდენტის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის კონტექსტში, რუსეთის მხარემ ფრონტის ხაზზე შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ეფექტურ კონტროლთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე, უკრაინაში იძულებით მობილიზებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებით მომარაგების შეჩერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. […]

ხაზგასმით ითქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის საკვანძო პირობაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეჩერება” – ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კურსკის ოლქში მებრძოლი უკრაინელი სამხედროების დანებების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

რუსეთი ასევე დათანხმდა, უკრაინას 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადასცეს, ხოლო 19 მარტს, რუსეთი და უკრაინა 175×175 ფორმულით ტყვეებს გაცვლიან.

სრულად წაკითხვა