1
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“ თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
– ბატონო კონრად, ბიძინა ივანიშვილი ჯიუტად არ ნიშნავს საპარლამენტო არჩევნებს. ეს რომ გააკეთოს, თავად აღიარებს არჩევნების გაყალბებას და მისივე ხელისუფლების არალეგიტიმურობას. 45 დღიანი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის ქვეყნებიდან ხელისუფლების წარმომადგენელთათვის დაწესებული სანქციების გარდა, კიდევ რა უნდა გაკეთდეს, რომ ივანიშვილი იძულებული გახდეს, დანიშნოს არჩევნები?
– 2024 წლის განმავლობაში ხშირად ისმოდა კითხვა – რატომ აკეთებს ყველაფერ ამას ივანიშვილი ? მათთვის, ვინც ვერ ხვდება რატომ აკეთებს ბიძინა ყველაფერ ამას: თუ არ ფლობთ კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რატომ გამოუტანა რუსეთმა სასიკვდილო განაჩენი ბიძინას 2021 წლის თებერვლის დასაწყისში, ვერ მიხვდებით, რა ხდება რეალურად. ამის შესახებ არსებობს „ალიაში“ გამოქვეყნებული პუბლიკაცია და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს. რასაც ბიძინა ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება:
იმისათვის, რათა რუსებმა არ მოკლან, გააკეთა რუსებისთვის ის, რაც მათ უნდათ, რასაც თხოვდნენ, რომ გაეკეთებინა. გათვლა ასეთია, რუსეთი კმაყოფილია ბიძინათი და განაჩენის აღსრულება გადადო. ანუ, ვინც ბიძინას ფიზიკური განადგურებით ემუქრება, ის დაიყენა ბიძინამ დამცველად. ასე მოაგვარა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის პრობლემა. ეს არის მისთვის აბსოლუტური პრიორიტეტი, სხვა არაფერი ადარდებს, მითუმეტეს ისეთი მცირე დეტალი, როგორც საქართველოს ინტერესებია. თუ რუსეთი არ დაიცავს ბიძინას ხელისუფლებას, ბიძინა გაიქცევა ბრაზილიაში. თუ რუსეთი დაიცავს ბიძინას ხელისუფლებას, მაშინ ბიძინა იქნება ლუკაშენკოს ანალოგი. კითხვა ასეთია: აქვს კი რუსეთს იმის ფინანსური საშუალება, რომ ბიძინას ხელისუფლება აიკიდოს მხრებზე? არის თეორიული შანსი, რომ ბიძინა დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ეს არის მხოლოდ თეორიული შანსი. პრაქტიკულად, ბიძინა აკეთებს და მიყვება იმ ხაზს, რაც ზევით აღიწერა. ამიტომაც, მაქსიმალურად ეცდებია, გაქაჩოს სანამ შეძლებს და ეს იქნება მაქსიმუმ გაზაფხულამდე, რადგან ეკონომიკა სრულად ჩამოიშლება მანამდე.
რაც შეეხება სანქციებს, კობახიძემ ასეთი შეფასება მისცა: „საბოლოო ჯამში მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს არსებითი დატვირთვა“. ახლა „ვთარგმნი“ ამ შეფასებას, რომ ყველასათვის გასაგები გახდეს რას ამბობს კობახიძე: “ბიძინასი არაა ის 7 მილიარდის ქონება, რუსეთის ფეესბესია და ამიტომაც ბიძინას ვერ შეეხებაო რეალურადო.
ბიძინას 500 მილიონი ქეში და 300 მილიონი ხელოვნების ნიმუშები, ჭორვილაში და აბასთუმანში აქვს სარდაფში და მაგას სანქციები ვერ შეეხებაო… შვეიცარული ბანკის ფულიც დასანქცირდა….
აეროპორტამდე უნდა მიიტანოს ქეში, დატვირთოს თვითმფრინავზე და ბრაზილიაში გაიქცეს. თუ ეს არ გააკეთა დროზე, ვერ გაასწრებს.
– დავუშვათ, დაინიშნა ახალი არჩევნები. თქვენ როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური ოპოზიცია ერთიანი სიით უნდა გავიდეს არჩევნებზე თუ ისევ ცალ–ცალკე? შესძლებენ გაერთიანებას და ზოგადად, რა ფაქტორები უშლის ხელს მათ გაერთიანებას?
– საქართველოს ოპოზიციური სპექტრი დისკრედიტირებული და ვადაგასულია. ამიტომაც, გარდაუვალია ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც გამოვა არჩევნებზე და ყველა ძველ ფიგურანტს წაართმევს ხმებს. ჩემი ხედვით, ამ პარტიას დიდი დასაყრდენი ექნება ემიგრაციის სახით. ამ პარტიას დიდი რეგიონალური სტრუქტურები ექნება აშშ-ი, იტალიაში, საბერძნეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში და შვედეთში.
რაც შეეხება არსებული პარტიების გაერთიანებას, ამ თვალსაზრისით გარკვეული პოტენციალი აქვს გახარიას და ლელოს, რომლებიც ერთ ელექტორალურ ჯგუფზე სხედან და ხმებს უყოფენ ერთმანეთს. გაერთიანების შემთხვევაში, ეს ძალა 20% -ის ფარგლებში აიღებს ხმებს, მაგრამ თუ ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, ამ ხმების უმრავლესობას ის ახალი პარტია წაიღებს.
– არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამჟამად ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შორის ყველაზე რეიტინგული ფიგურა, სალომე ზურაბიშვილი, შექმნის პარტიას, გაიმარჯვებს არჩევნებში და გახდება ქვეყნის პრემიერ–მინისტრი. მისი დღევანდელი მაღალი რეიტინგის გამო, მე ეს დასაშვებად მიმაჩნია. თუმცა, აქვე მეორე ვერსიაც არსებობს. სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანდება პროდასავლური ოპოზიცია და გამარჯვების შემთხვევაში ისევ ზურაბიშვილი გახდება პრემიერი. რამდენად რეალურია ეს ვარიანტები?
– ზურაბიშვილის პრეზიდენტის სტატუსს არ დათმობს, შესაბამისად ნაკლებადსავარაუდოა იგი გახდეს ახალი პარტიის თავვმჯდომარე, თუმც სავსებით შესაძლებელია სწორედ ის იდგეს ამ პარტიის უკან არაფორმალურად.
– ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, რა შანსი რჩება „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში დასარჩენად?
– ქართული ოცნება შეაკოწიწებს 15-20 % ხმებს და ექნება თავისი ფრაქცია პარლამენტში. მაგრამ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ივანიშვილს სხვა გათვლა აქვს. ის ან ლუკაშენკო გახდება ან გაიქცევა ბრაზილიაში.
– ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი დიდ იმედებს ამყარებენ დონალდ ტრამპზე და ფიქრობენ, რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ, ყველაფერი მათ სასიკეთოდ დალაგდება, ტრამპი სცნობს არჩვნების შედეგებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და ეს სიგნალი იქნება ევროპის ქვეყნებისთვის, რომ მათაც იგივე გააკეთონ. თავს იმშვიდებენ, თუ შესაძლოა ტრამპმა, მისმა ადმინისტრაციამ არალეგიტიმური ხელისუფლება საერთაშორისო დონეზე კანონიერად უქციოს „ქართულ ოცნებას“?
– ძალიან მოკლედ გეტყვით – ეს საკითხი გარკვეულია და ბიძინამ უკვე იცის რომ არანაირი მხარდაჭერა არ ექნება ტრამპისგან.
– ფაქტია, რომ მთელ ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ რუსული სპეცსამსახურები. ყველაზე უარესად, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები? ხომ არ მივა საქმე სამოქალაქო ომამდე, რასაც ზოგიერთები ვარაუდობენ?
– რუსეთს ცალსახად აწყობს ის რაც ახლა ხდება საქართველოში. თუ სამოქალაქო ომი გაჩაღდება, ეგ ყველაზე მეტად აწყობთ. რუსეთმა იცის, რომ საქართველოში ხელისუფლებას ვერ დაამყარებს, შესაბამისად დაინტერესებულია არეულობაში, რადგან ეს ყველაზე მისაღები რეჟიმია მათთვის.
– რუსეთმა მოკლე დროში დასავლეთთან რამდენიმე ბრძოლა წააგო. მოლდოვასა და რუმინეთში ვერ მოიყვანა პრორუსული ხელისუფლება, პროდასავლურმა ძალებმა გაიმარჯვეს. რუსეთის მოკავშირემ, სირიის მმართველმა ბაშარ ალ ასადმა დათმო ხელისუფლება, მოსკოვში გაიქცა და ამით რუსეთის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო შესუსტდა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ რამდენიმე მარცხის შემდეგ, რუსეთი არ დათმობს საქართველოს რუსულ ხელისუფლებას, არ შეასუსტებს მის გავლენას სამხრეთ კავკასიაში და თუ დასჭირდა, სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად, ჯარსაც შემოიყვანს ივანიშვილი დე ფაქტო ხელისუფლების დასაცავად, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ რუსეთს სამხედრო დახმარება ივანიშვილმა უნდა სთხოვოს. არიან ამაზე წამსვლელები რუსეთი და ივანიშვილი?
– ივანიშვილი იმ წამსვე დატოვებს საქართველოს, როგორც კი რუსეთია ჯარი შემოვა, რადგან პირველი ვისაც მიაკითხავენ, ბიძინა იქნება. თან კარგი გასაქურდიც ეგულებათ, 800 მილიონის ქეში და ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ჭორვილაში და აბასთუმნის ბუნკერში აქვს მოთავსებული. ასე რომ, რუსის ჯარისკაცები, უნიტაზებთან ერთად პიკასოს და გოგენსაც გააყოლებენ ხელს, ხოლო ჯიბეებს დოლარებით გამოიტენიან. ბიძინა ბოლოს დარჩება თავის ნიფხვის ამარა… რა თქმა უნდა, ბრაზილიაში უკვე გატანილია გარკვეული რაოდენობა და თუ ჭკუა აქვს, ბოლომდე გაიტანს. ეს როგორც კი მოხდება, მალე თვითონაც წავა და ამის შესახებ მისი ბლეყვერა ბიჭები ტელევიზიით გაიგებენ.