რატი ამაღლობელი წმინდა გიორგიზე

ტექსტის ზომა 100%
რატი ამაღლობელი წმინდა გიორგიზე
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

Cmindaდიდმოწამე გიორგის პოეტმა რატი ამაღლობელმა ულამაზესი ლექსი მიუძღვნა:

წმინდა გიორგის

“შემოხვალ მხედრული ყალყით და იორღით,
გეშლება ველი და მინდვრები სათიბი,
რა მშვენიერი ხარ წმინდაო გიორგი –
ნატიფი სინათლით გიელავს ქათიბი.
მძიმდება მტევანი, მწიფდება თავთავი,
თავს გიხრის ყოველი შტოსავსე ხეხილი,
მოგდევს უთვალავი მწყურვალი თვალთვალი,
ჩნდები ელვასავით, მოისმი მეხივით.
მოგდევ და მოგძახი, ხმა ვერ დავიოკე,
სისინებს, ყრმებს გესლავს ისევ ის გველივე,
შენს ხალხს და ქვეყანას მოხედე გიორგი,
სული მოუბრუნე და მოათქმევინე.
იმედის ყვავილი ჭკნება უშენობით,
გველს უყვარს უდაბნო, ქვიშა და ხრიოკი,
გრძნობაში შემოდი, ნებაში შემოდი,
სივრცეში ნაბიჯი შემოდგი გიორგი.
განზრახვის მაღლობზე ნავარდით ავარდი,
დალეწე, დახსენი ციხის კლიტეები,
ამხედრდი, შებოჭე ამ ქვეყნის თავადი –
დაამხე ახალი დიოკლეტიანე.
ღვთის ნების გარდუვალ ძალით და სიმყარით –
ძმაო და მეგზურო გიორგი – იყავი.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS