რატომ არ მიიწვიეს ივანიშვილის გუნდი ტრამპის ინაუგურაციაზე – თინა ხიდაშელის განმარტება

2 hours ago 1

5

როგორ ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელის “პირველებთან” ამბობს:

ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ დროს ინაუგურაციაზე ხვდებიან 2 შემთხვევაში – ერთი, როდესაც ისინი არიან სტრატეგიული პარტნიორები და არსებობს მეორე კატეგორია სტუმრების, რომლებიც ასევე ხვდება ხოლმე ამ სიაში – ესენი არიან ქვეყნები, რომლებთანაც შეიძლება განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა არ ჰქონდეს შტატებს იმ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ ჰქონდეს ჰქონდეს სტრატეგიულ ინტერესთა თანხვედრა. საქართველო ვერ ხვდება ვერცერთში, ის აღარ არის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ამერიკის, მაგრამ მთავარი აქ არის სხვა რამე, როდესაც ხელისუფლების მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ, აქ მთავარი არის საელჩო და ელჩი, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ყველა ელჩი ყოველთვის ესწრებოდა ინაუგურაციას. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პრაქტიკა დაირღვევა. პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილი მოწვევა არის ნათელი, ერთმნიშვნელოვანი განაცხადი იმის შესახებ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განახლდება, გაცოცხლდება, ახალ დინამიკას შეიძენს მაშინვე, როგორც კი ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, რომელსაც ასეთად, დემოკრატიულად და სამართლიანად  შეაფასებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები”, – აცხადებს თინა ხიდაშელი. 

სრულად წაკითხვა