რატომ არ შეუშვეს ელენე ხოშტარიასთან ციხეში ექიმს – პენიტენციური პირველ განმარტებას აკეთებს

2 hours ago 2

1

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი პატარიძე ამტკიცებს, რომ კალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ მოთხოვნილი ექიმი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში საერთოდ არ მისულა.

გიორგი პატარიძის თქმით, ექიმს მხოლოდ პირადობის მოწმობის ქსერო-ასლი და შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი უნდა წარმოედგინა, რაც არ მომხდარა.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და დაავადება, რომელზეც დაკავებულ პოლიტიკოსს ეჭვი ჰქონდა, არ აღმოაჩნდა.

,”ეს პროცესი, რაც ზოგადად მიმდინარეობს ელენე ხოშტარიასთან მიმართებით, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება, გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, შესაბამისად ლაბორატორიული კვლევების პასუხები, საბედნიეროდ, არის ასე ვთქვათ უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. არანაირი შეფერხება პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულთან დაწესებულებაში, არ ყოფილა. მოთხოვნილი იყო ის სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს მართლაც რომ ღიმილის მომგვრელია, ანუ ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსერო-ასლი და შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო-ასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება. მას ის დაავადება არ სჭირს, რომელზეც მისი მხარე აპელირებდა. 

ექიმი დაწესებულებაში არ მოსულა, ანუ მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა. მხარის ე.წ. რეკომენდაციით, ის რეალურად წერილი არის მხოლოდ ერთ-ფურცლიანი, რასაც დაინტერესებული მხარე რეკომენდაციას ეძახის. 

რა თქმა უნდა არა [მანამდე ელენე ხოშტარიას მხრიდან გამოკვლევებზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა], მისი მოთხოვნის, ამას ხაზს ვუსვამ, მისი მოთხოვნისამებრ განხორციელდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და არა ერთ გზის,” – ამბობს გიორგი პატარიძე. 

სრულად წაკითხვა