3
პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია დაიწყო – ლეიტენანტ პოლკოვნიკ ანდჟეი იუჟვიაკის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავით ქვეყანა საქართველოს 17 მოქალაქეს დაატოვებინეს.
ქართველებთან ერთად, პოლონეთიდან ასევე დაადეპორტეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. დადეპორტებულთა შორის კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არიან.
სასაზღვრო დაცვამ დღეს მოაწყო სადეპორტო ოპერაცია კრაკოვ-ბალისის მე-8 საჰაერო ტრანსპორტის ბაზასთან ერთად. საქართველოს 17 მოქალაქემ ამ აეროპორტიდან დატოვა პოლონეთი სამხედრო თვითმფრინავით, მესაზღვრეების თანხლებით, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებული და გაწვრთნილი ამ ტიპის ოპერაციის ჩასატარებლად.
რაც შეეხება უცხოელებს, ისინი ექსკლუზიურად 24-დან 58 წლამდე მამაკაცები იყვნენ. ამ ადამიანებს შორის იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს, მაგალითად, ქურდობა. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გადააჭარბეს პოლონეთში ყოფნას, რომლებმაც უკანონოდ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი, ან რომლებმაც, მაგალითად, არ განახორციელეს ადრე მიღებული ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ შინ დაბრუნებას ავალდებულებდნენ.” – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის სპიკერმა.
ქართველების მიერ პოლონეთში ჩადენილ დანაშაულებზე ადგილობრივ მედიასთანაც აქტიურად მიდის საუბარი. პოლონეთის მოქალაქე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი მაღალია.
მისივე განმარტებით, ქართველებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანის ტარების გამო, ან მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის ტარების გამო ხშირად აჩერებენ.
მინდა ცოტა ვისაუბრო ქართულ ბანდებზე. პოლონურმა მედიამ ცოტა ხნის წინ აიტაცა თემა ქართული ბანდების შესახებ. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული პოლონეთში ძალიან მაღალია. ქართველები არიან ამაზე პასუხისმგებელნი, რა თქმა უნდა. ისინი ხშირად არღვევენ კანონს. მათი ქმედებები ხშირად სწორი არ არის, რბილად რომ ვთქვათ. ქართველებს ხშირად აჩერებენ, როცა მანქანას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ატარებენ, ან მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავენ. პოლონეთში ქართველების კლანი ჩამოყალიბდა.” – განაცხადა პოლონეთის მოქალაქემ. (ტვპირველი)