29
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, ავრცელებს გარდაცვლილი ლანა ლატარიას მამის, უკრაინაში მებრძოლის, ზაალ ლატარიას წერილის სქრინს და წერს:
ლანას ძმას, ლევან ლატარიას, რომელიც მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის, უარი უთხრეს რამდენიმე წუთით მიიყვანონ ხვალ, ბადრაგის თანხლებით რათა ლანასთან გამომშვიდობება შეძლოს…
არც ვიცი, რა ვთქვა და დავწერო, წისქვილის დოლაბი მიმიქარავს, იმხელა სიმძიმე ტრიალებს ახლა ზაალის თავზე…
თავდაპირველად თითქოს არსებობდა თანხმობა, რომ დაკრძალვაზე ლევან ლატარიას ბადრაგის თანხლებით მიიყვანდნენ, მაგრამ საბოლოოდ ამაზე ოჯახს უარი უთხრეს.
სქრინის მიხევით, ზაალ ლატარია, წერს:
რატომ გინდათ გამაგიჟოთ და ხელი ამაღებინოთ ცხოვრებაზე. ჩემს საწყალ შვილს უარი ეთქვა, მისი საყვარელი ძმა დაატირონ უკანასკნელ გზაზე. ღმერთო, მომეცი გამძლეობა ხელში ავიყვანო საკუთარი თავი.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·