WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

ის პერიოდი, რაც ვაკვირდები ბრიტანულქართულიაკადემიის გარშემო მიმდინარე დავას, სულ უფრო მეტად გაკვირვებული ვრჩები მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას ქცევებით. ვცდილობ, თანმიმდევრული და ლოგიკური ხაზი დავინახო მათში, თუმცა უშედეგოდ.

ჩემთვის გაუგებარი რჩება, თუ რატომ ემუქრება და რატომ ცდილობს ნათია ჯანაშიააკადემიისდასუსტებას, მისთვის რეპუტაციის შერყევას, ლამის მის ლიკვიდაციასაც კი. კიდევ უფრო გაუგებარი რჩება ის, თუ რატომ გაუშვა ხელიდან მან ის სამართლებრივი ბერკეტები  და შესაძლებლობები, რაც მას, როგორც მინორიტარ აქციონერს, კანონოთ ჰქონდა მინიჭებული”, – ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც აღნიშნულ გახმაურებულ და მასშტაბურ ბიზნესდავას, ბოლო პერიოდია, აკვირდება და მისი მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას.

იმაში, რომ, ინვესტორთან ნათია ჯანაშიას დაპირისპირებას რეიდერული ხასიათი აქვს, ვფიქრობ, საზოგადოება სულ უფრო მეტად რწმუნდება. მან დავა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 წლიანი, უპრეცენდენტოდ შემოსავლიანი, წლიურად მილიონიანი მენეჯმენტ კონტრაქტი, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ განუახლეს.

დავა გაამძაფრა მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მისივმენეჯმენტის პირობებში გადახარჯული 4 მილიონ დოლარზე მეტი შეუმჩნეველი არ დარჩა და რომ საერთაშორისო აუდიტის დასკვნაში მოხვედრილი ეს ფაქტი მის გარდაუვალ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.

ეს ყველაფერი, ცხადია, მიუღებელია, მაგრამ ქმედებათა ამ თანმიმდევრობაში ლოგიკა არის. თუმცა, ჩემთვის დღემდე აუხსნელია ის, თუ ინვესტორთან დაპირისპირების  პროცესში რატომ არ გამოიყენა ნათია ჯანაშიამ ის ბერკეტები და შესაძლებლობები, რაც მას მოვლენათა განვითარების დროს, გარემოებათა თანხვედრის პირობებში, მიეცა”, – გაკვირვებას გამოთქვამს ანალიტიკოსი.

ცუცქირიძე იხსნებს მომენტს, როცა ნათია ჯანაშია კომპანიის ახალი წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა აქციონერთა კრებაზე, სადაც იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით მისი მიღების აუცილებლობის საკითხი იდგა, რათა კომპანიის ხელახალი რეგისტრაცია, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დადგენილ ვადებში მომხდარიყო.

ნათია ჯანაშიას მხარემ საკუთარი სამართლებრივი ინსტრუმენტები, რატომღაც არ გამოიყენა. მან არჩია ხელი შეეშალა კომპანიის ხელახალი რეგისტრაციისთვის და ამით იგი რეალურად დააყენა ლიკვიდაციის საფრთხ წინაშე, მაშინ,  როცა შეეძლო, წესდების მიღებისთვის ხელი არ შეეშალა და ესარგებლა ყველა იმ კორპორაციული ინსტრუმენტით და შესაძლებლობით, რასაც მინორიტარ აქციონერსსამეწარმეო საზოგადოებების შესახებ მოქმედი კანონი აძლევს. სწორედ ეს ინსტრუმენტები, მათი სწორად გამოყენებისას, წარმოადგენს მინორიტარის ინტერესების დაცვის ეფექტიან გარანტია.

ნათელია, რომ ამგვარი საბოტაჟითა და პროცესების ბლოკირების მცდელობით, ნათია ჯანაშია თავად დაემუქრააკადემიისშემდგომ ფუნქციობას და გახდა ორგანიზაციის შესაძლო კრიზისის მთავარი წყარო. ეს კი დასჭირდა საიმისოდ, რომ თუნდაცაკადემიისლიკვიდაციის რეალური საფრთხის ფონზე, პარტნიორებზე ზეწოლ გაეგრძელებინა და გაემძაფრებინა. აღნშნავს ცუცქირიძე.

თუ რა ბერკეტებს აძლევს კანონი მინორიტარ აქციონერს, ამ ცუცქირიძე კონკრეტულად განმარტავს და აღნიშნავს, რომ მინორიტარის ინტერესების დაცვის პირველი და ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია პრიორიტეტული შეძენის უფლება, რომელიც წილის განზავებისაგან იცავს მინორიტარს. კერძოდ, თუ მაჟორიტარი გადაწყვეტს ახალი წილების გამოშვებას ან მესამე პირისათვის წილის გასხვისებას, მინორიტარს უფლება აქვს პირველ რიგში, იმავე პირობებით, შეიძინოს ეს წილი. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ მინორიტარის პროპორციული წარმომადგენლობა კომპანიაში არ შემცირდეს.

ცუცქირიძე აღწერს სხვა ინსტრუმენტსაც, რასაც წარმოადგენს  თანგაყიდვის უფლება.  ეს მექანიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტუაციებში, როდესაც მაჟორიტარი გადაწყვეტს მთლიანი ან მნიშვნელოვანი წილის მესამე პირისათვის მიყიდვას. ასეთ შემთხვევაში, მინორიტარს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მისი წილიც იმავე ფასად და იმავე პირობებით გაიყიდოს.

და კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რაზეც ანალიტიკოსი ყურადებას ამახვილებს, ესაა სამართლიანი გამოსყიდვის მექანიზმი.  კორპორაციული კონფლიქტის შემთხვევაში, როდესაც პარტნიორებს შორის ურთიერთობა გამოუსწორებლად დაირღვა, მინორიტარს უფლება აქვს მოითხოვოს წილის სამართლიანი საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა. ეს ღირებულება განისაზღვრება დამოუკიდებელი, ორივე მხარისათვის მისაღები აუდიტორის ან შემფასებლის მიერ”, – აღნიშავს ცუცქირიძე.

ფაქტია, ნათია ჯანაშია დავის მიმდინარეობისას ამ და სხვა მძლავრ იურიდიულ ინსტრუმენტებს არ იყენებს. ეს, ჩემი აზრით, ორ რამეზე მეტყველებს განსაკუთრებითერთი, რომ ან საქმე გვაქვს კორპორაციულ უუნარობასთან ნათია ჯანაშიას მხრიდან, ან იმაზე, რომ მის არსენალში სრული შეგნებულად არის მხოლოდერთი გზა დატოვებულიინვესტორისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და ამ გზით მისი იძულებაა, რომ მისი მხარისთვის სასურველი პირობებით დათმოს კუთვნილი მაჟორიტარული წილი კომპანიაში.

ნათია ჯანაშია  უარს ამბობს პროცედურულ და პროცესუალურ ურთიერთობაზე მაჟორიტარ აქციონერთან რამაც, იდეაში, ეს დავა, სწორედაც რომ ადეკვატურ დასასრულამდე უნდა მიიყვანოს. შესაბამისად, კიდევ უფრო მძაფრდება შთაბეჭდილება, რომ აკადემიის მინორიტარი (30%) აქციონერის, ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებულ კამპანიას არაფერი აქვს საერთო სიმართლის ძიებასთან. ის არის პოპულიზმსა და ემოციურ მანიპულაციებზე აგებული, მიზანმიმართული, აგრესიული რეპუტაციული შეტევის კლასიკური მაგალითი, – დასძენს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.