ნაპოლის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუ რატო ვეღარ თამაშობს კვარა, ისე როგორც ამას ნაპოლის საჩემპიონო სეზონში აკეთებდა.
"რატომ ვეღარ თამაშობს კვარა ისე, როგორც ამას ნაპოლის საჩემპიონო სეზონში აკეთებდა? ხვიჩა მგრძნობიაზე და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, მტკიცე ხასიათი უნდა შეიძინოს.
ქართველი ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა და უდიდესი კლასი აქვს - კარგი იქნება, თუ ზოგჯერ მოედანზე პაუზებს გააკეთებს, რადგან სხვაგვარად აჩქარება შეუძლებელი ხდება" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.