1. ამ მომენტისთვის რუსეთი მთელი თავისი ბრძოლისუნარიანი ნაწილებით ჩაფლულია უკრაინასთან ომში, სადაც ისედაც ძალიან უჭირს ცოცხალი ძალა (ამიტომ ჩამოიყვანა კიდეც კორეელი სამხედროები კურსკის ოლქში საბრძოლველად). მოსკოვს არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ ერთდროულად ორ ფრონტზე იბრძოლოს და ეს დავინახეთ სირიის შემთხვევაშიც, როდესაც ადგილზე მყოფმა რუსმა სამხედროებმა თითიც კი ვერ გაანძრიეს ასადის რეჟიმის გადასარჩენად;
2. რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის მუქარები ისმოდა ერთი თვის წინ გაცილებით პატარა ზომის ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით. მანამდე კრემლი ომით ემუქრებოდა საქართველოზე სუსტ და პატარა მოლდოვას. რამის გაკეთება შეძლო რუსეთმა? ვერც ვერაფრის. მათი მუქარები უბრალო ბლეფი აღმოჩნდა;
3. თეორიულად რომც დავუშვათ რაღაც ახალი ნაწილების შექმნა საქართველოში გამოსასროლად, მათ დაკომპლექტებას, გაწვრთნას, აღჭურვას და გადმოსროლას თვეები დასჭირდება. ეს კი ვერ უშველის რუსქოცების რეჟიმს, რომელსაც დახმარება ახლა და ამ მომენტში სჭირდება;
4. თეორიულად ისიც რომ დავუშვათ, რომ რუსებმა მაგალითად 1 სადესანტო ბრიგადა დროებით მოწყვიტონ უკრაინის ფრონტს საქართველოში შემოსაჭრელად და ამ ბრიგადამ აიღო ვთქვათ თბილისის აეროპორტი დანარჩენი ძალების შემოსაყვანად, რომლებიც მთელ საქართველოს გააკონტროლებენ (იმიტომ რომ ერთი საქმეა ტერიტორიის დაკავება და მეორე საქმეა მისი კონტროლი), სადაა ეს დანარჩენი ძალები? მოსკოვში შესანიშნავად ესმით, რომ საქართველოში მათ აშკარად მტრულ გარემოში მოუწევთ ოპერირება. აქ მათ არავინ მოეფერებათ. ვისაც შეეძლება, ყველა იარაღით ხელში იბრძოლებს ოკუპაციის წინააღმდეგ. ამიტომ რუსი სამხედრო ექპერტებისვე დაანგარიშებით, თუ მოსკოვს საქართველოს სამხედრო ოკუპაციის გეგმა აქვს, მას ამ საქმისთვის მზად უნდა ჰყავდეს 50 ათასიდან 100 ათას ჯარისკაცამდე, რომლებიც როგორც ზევითაც ვთქვით, უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს.
კი, ბუნებაში და პოლიტიკაში 100%-იანი გარანტია არაფერში არსებობს და თეორიულად ისიც შესაძლებელია, რომ კრემლში საბოლოოდ გაგიჟდნენ და ბარემ ეს სიგიჟეც ჩაიდინონ. მაგრამ ამ შემთხვევაში მათ უკრაინის ფრონტი ჩამოეშლებათ, რადგან იმ ფრონტს უნდა მოწყვიტონ ბრძოლისუნარიანი ნაწილები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვისთის უკრაინის მიმართულება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საქართველოსი.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქოცებისა არ იყოს, პუტინიც 20 იანვარს ელოდება მოლაპარაკებების დასაწყებად. ხოლო თუ პუტინს ნაწილების აქეთ გადმოსროლით უკრაინის ფრონტი ჩამოეშალა, მაშინ მოსალაპარაკებელიც აღარაფერი დარჩება და უბრალო ლუზერად იქცევა. ხოლო როგორ ექცევიან ხოლმე ლუზერებს რუსეთში ანდაც დიდ მსოფლიო პოლიტიკაში, ვინ ვინ და პუტინმა შესანიშნავად იცის.
ამ მიზეზების გამო, ამ ეტაპზე მაინც, ნაკლებსავარაუდო მგონია რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, ეს არ გამორიცხავს გარკვეულ პროვოკაციებს, მცირე დივერსიულ აქტებს, ომონით დახმარებას და ა.შ.
თუმცა ეს კარდინალურად ვერ გააუმჯობესებდა რუსეთის პოზიციებს საქართველოში. უფრო პირიქით.