„რაც შეეხება დიპლომატიურ პრივილეგიებსა და იმუნიტეტს…იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაგაჩნდეს, ამისთვის კონკრეტულ ქვეყანაში უნდა მუშაობდე დიპლომატად“ – ზურა ბატიაშვილი

4 hours ago 1

ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი:

„რაც შეეხება დიპლომატიურ პრივილეგიებსა და იმუნიტეტს:

დიპლომატიური პასპორტი განიჭებს გარკვეულ პრივილეგიებს (მაგალითად, საზღვარზე შეგიძლია ისარგებლო ცალკე, ურიგო გასასვლელით), მაგრამ დიპ. პასპორტის ფლობა ავტომატურად არ ნიშნავს იმუნიტეტის ქონას.

იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაგაჩნდეს, ამისთვის კონკრეტულ ქვეყანაში უნდა მუშაობდე დიპლომატად, რაც უნდა დასტურდებოდეს ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული აკრედიტაციით. ეს კი, ბუნებრივია, არ გააჩნია იმ ხალხს, ვინც არ არიან დიპლომატები.

და თან, ესეც არ ნიშნავს სრულ ხელშეუხებლობას, რის ერთ მაგალითს მოგიყვანთ ჩემი გამოცდილებიდან.

ანკარაში მუშაობის პერიოდში ალბანეთსა და ბოსნიას ვფარავდით იქიდან და ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად გვიწევდა ამ ქვეყნების დიპლომატებთან ხშირი შეხება.

ბოსნიელს არაუშავდა და ჩემი ალბანელი კოლეგა 12 სთ-ზე ადრე შეხვედრას არ მითქვამდა ხოლმე. მაგათი საელჩო და საცხოვრებელი ფართები ერთ შენობაში იყო და ამ 12 სთ-ზეც ყოველთვის დაგვიანებით და გამოუძინებელი ჩამოდიოდა ხოლმე.

ერთხელაც, მასთან მორიგი შეხვედრა რომ მოვითხოვე, ალბანეთის საელჩოში ვერაფერი მიპასუხეს, ვერც ის მითხრეს როდის იქნებოდა შესაძლებელი ამ დიპლომატთან შეხვედრა.

ამ ზარის შემდეგ მეორე საქმეს (ადგილობრივი პრესის მონიტორინგს) მივუბრუნდი. გაზეთი გადავშალე და რას ვხედავ. ეს ჩემი ნაცნობი ალბანელი დიპლომატი სტამბოლის აეროპორტში დაუკავებიათ ნარკოტიკების გადატანაზე.

ეტყობა, ამ უბედურს ეგონა, რომ დიპლომატიური იმუნიტეტი ნარკოტიკების გადატანის საშუალებას მისცემდა. მწარედ სცდებოდა. ჩააყუდეს.

ასე, რომ “რუჩკებს” არ ენდოთ კი არა, ენდეთ ქოცებო!

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება!“

სრულად წაკითხვა