მომღერალ თიკა ჯამბურია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მას გამომწერები მუდმივად თხოვენ წონის კლების საიდუმლოს გამხელას.
"25 კილო დავიკელი 9 თვეში. წონაში კლების ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრების სტილის შეცვლა. კვების რაციონიდან ყველაფერი ამოვიღე, რაც მიყვარდა. ღამე არასდროს არ ვჭამ, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ.
რაც წონაში დავიკელი სულ მომდის მესიჯები, როგორ გახდი გვასწავლეო. რომ ვწერ, რომ არ ვჭამდი, ძალიან ცოტას ვჭამ და დაბალ კალორიულ საჭმელებს ვჭამ-თქო ეს პასუხი არ მოსწონთ. მეც პრინციპში რაღაც განსაკუთრებულ ფორმულას ვეძებდი. მაგრამ მეგობრებო არ არსებობს მარტივი ფორმულად. ერთადერთი გზა სიგამხდრისკენ არის დაბალკალორიული საჭმელები, კონტროლი 18 საათიანი, ბევრი წყალი და ვარჯიში.
რეალურად ყველამ კარგად იცის რა საკვები ასუქებს რა არის ჯანსაღი და არაჯანსაღი. არ ჭირდება ამას ჩემი სწავლება რომ კარგია ბოსტნეული, ხილი, ცილა, ცუდია "ფასტ ფუდები", ცომი, შაქარი, გაზიანი. ასე რომ ძალიან მარტივია ჭამეთ ის რაც ჯანსაღია და აქვს დაბალი კალორია და არ ჭამოთ ის რაც არაჯანსაღია" – ამბობს თიკა ჯამბურია.