როგორც დაიწერა, 2025 წლისთვის მადრიდის რეალი სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებულ ყურადღებას დაცვის გაძლიერებაზე გააკეთებს.
საამისო მიზეზი ის გახლავთ, რომ ედერ მილიტაომ უკვე 2-ჯერ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები და ვერც დავიდ ალაბაა ხანგრძლივად ჯანმრთელი, შესაბამისად, პერესი უკანახაზის გაძლიერებას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეფო კლუბი ლონდონის არსენალის დაცვის ვარსკვლავის, უილიამ სალიბას დამატებას შეეცდება.
მადრიდში ფიქრობენ, რომ ფრანგი ცენტრალური მცველის ყიდვა და მასზე 10-წლიანი გეგმების აგება თავისუფლად შესაძლებელია.