რეგიონული არჩევნები ესპანეთში კატალონიელთა განწყობებს აჩვენებს

1 week ago 12

კატალონიელები კვირას მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ არჩევნებში, რამაც შეიძლება განსაზღვროს ესპანეთის სოციალისტების მიერ მართული მთავრობის სტაბილურობა და ასევე შეაფასოს რეგიონში დამოუკიდებლობის მომხრე მოძრაობის სიძლიერე.

„თუ სეპარატისტები დაკარგავენ აბსოლუტურ უმრავლესობას პარლამენტში, ეს იქნება ცვლილება“, - თქვა პოლიტოლოგმა ტონი როდონმა.

ხოლო, “ერთად კატალონიისთვის” პარტიის გამარჯვება გააძლიერებს სეპარატისტულ განწყობებს და მადრიდს პრობლემებს შეუქმნის. პარტიის კანდიდატი კარლეს პიგდემონტია, რომელიც კატალონიას 2017 წელს მართავდა, როცა რეგიონი შეეცადა ესპანეთისგან გამოყოფას.

გასული წლის ნოემბერში მეორე ვადით არჩევის შემდეგ, მადრიდში ხელისუფლება ეყრდნობა მყიფე ალიანსს სეპარატისტებთან, ეროვნულ პარლამენტში ამა თუ იმ კანონმდებლობის გასატანად, რაც მათი კონსერვატორი ოპონენტების უკმაყოფილების საგანია.

პიგდემონტი 2017 წელს ბელგიაში გაიქცა, რათა თავი დაეღწია სამართლებრივი დევნისთვის. ის აპირებს კატალონიაში დაბრუნებას, მმართველი სოციალისტების მიერ წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტის წყალობით.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, კატალონიის არჩევნებში უპირატესობას სოციალისტების კანდიდატი სალვადორ ილია მოიპოვებს. მაგრამ, ზოგიერთი გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 40% მერყევია, ამიტომ ნებისმიერი შედეგი შესაძლებელია დადგეს.

კვირას კატალონიაში გამარჯვებულს, კოალიციის შექმნა მოუწევს, რადგან არცერთ პარტიას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს უმრავლესობისთვის საჭირო 68 ადგილი.

წარუმატებლობის შემთხვევაში, სოციალისტებს შეუძლიათ სცადონ, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდო კოალიციის შექმნა კონსერვატიულ სახალხო პარტიასთან, მათ მთავარ კონკურენტებთან ეროვნულ დონეზე.

თუ არჩევნების შემდგომი მოლაპარაკებები აგვისტომდე შეთანხმებას ვერ მოიტანს, განმეორებითი არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

სრულად წაკითხვა