Photo: Parliament of Georgia/Facebook.16 სექტემბერს სადავო პარლამენტმა რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გაერთიანებულ უწყებას, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი რევაზ სოხაძე უხელმძღვანელებს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტში შეტანილი ცვლილების თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება – რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება. ეს სამინისტრო 2025 წელს მთავრობამ ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოაყალიბა.
ცვლილებების თანახმად, უქმდება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. ეს პოსტი თავის დროზე სპეციალურად მამუკა მდინარაძისთვის შეიქმნა.
This post is also available in:
Read Next
16/09/2026 - 18:10
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რამდენიმე დეპუტატმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული კანონების გაუქმებას „ინერციით“ დაუჭირა მხარი
16/09/2026 - 12:31
სადავო პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია
26/06/2026 - 17:06
ირაკლი კობახიძე სადავო პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა
23/06/2026 - 18:57
სადავო პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი ახალი წევრი დაამტკიცა
09/06/2026 - 16:00
საქართველოს სადავო პარლამენტი მედიის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს
07/04/2026 - 15:47
civil ახალი ამბები