2024 წლის 21 დეკემბრიდან 2025 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედა ენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა ჯგუფის, ანსამბლისა და ბენდის კონცერტი გაიმართება.
ქალაქ თბილისის მერიასა და შპს “ქეი ივენთს” შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დღეების განმავლობაში 38 შემსრულებელს (ბენდი, მუსიკოსი, ანსამბლი) – 551 010 ლარს გადაუხდიან.
ჰონორარები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- “რეზო და ბავშვები” – 2 ღონისძიება, თითოეულისთვის – 15 ათასი ლარი, ჯამში – 30 ათასი ლარი.
- თიკა ჯამბურიას, ირინე ბაირამაშვილის და ბენდის ჰონორარი – 13 100 ლარი.
- ანსამბლ “რუსთავის” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “ელის ბენდის” ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ბანის” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “ნანოს ბენდის” ჰონორარი – 8 ათასი ლარი.
- “Latino Boys” ბენდის ჰონორარი – 7 ათასი ლარი.
- “Nali Band”-ის ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- კვარტეტი “ვივოს” ჰონორარი – 2 ათას 500 ლარი.
- “ელიტ ბენდის” ჰონორარი – 5 ათასი ლარი.
- ანსამბლ “გორდელას” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “Positive Band”-ის ჰონორარი – 8 ათასი ლარი.
- ზუკას ბენდის ჰონორარი – 9 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ურსას” 2 ღონისძიება, თითოეულისთვის 23 230 ლარი, ჯამში,- 46 460.
- “თბილისური კვარტეტის” ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ფრანის”ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- ჯგუფი “Reggaeon”-ის ჰონორარი – 25 ათას 500 ლარი.
- “Goofy Land”-ის ბენდის ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- ჯგუფი “მიქსტურას” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- ანანო ღიბრაძის და ბენდის ჰონორარი – 7 ათასი ლარი.
- ანსამბლ “ჰერიოს” ჰონორარი – 8 500 ლარი.
- “ღამის შოუს” ბენდის და წამყვანის ჰონორარი – 30 ათასი ლარი.
- “ქუჩის ბიჭების” ბენდის ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “თეატრალური კვარტეტის” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- დავით ილურიძის ბენდის ჰონორარი – 10 ათასი ლარი.
- ანსამბლ “ალილოს” ჰონორარი – 11 ათას 200 ლარი.
- ანსამბლ “შვიდკაცას” ჰონორარი – 14 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ოჩოს ქოხის” ჰონორარი -15 ათასი ლარი.
- ანსამბლ “ბასიანის” ჰონორარი – 12 ათასი ლარი.
- ბენდი “სინთეზის” ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- ლინდა ადამიას და ჯგუფი ¼-ის ჰონორარი – 12 ათასი ლარი.
- ჯგუფი “New One”-ს ჰონორარი – 15 800 ლარი.
- ანსამბლ “მძლევარის” ჰონორარი – 15 800 ლარი.
- ბენდი “ქვევრის” 2 ღონისძიება, თითოეულისთვის 7 ათასი ლარი, ჯამში – 14 ათასი ლარი.
- “ერისიონის” ანსამბლის ჰონორარი – 21 ათას 200 ლარი.
- “გურჯაანის” ანსამბლის ჰონორარი – 3950 ლარი.
- ნიკა ნიკვაშვილის და ორკესტრის მუსიკოსების ჰონორარი – 40 ათასი ლარი.
- ვარდელის სახელობის კამერული სიმფონიური ორკესტრის ჰონორარი – 7 ათასი ლარი.
როგორც ცნობილია, მიმდინარე მოვლენების გამო არაერთმა მუსიკოსმა უარი თქვა სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობაზე. ნაწილმა კერძო ღონისძიებებიც გააუქმა დაკავებულებისა და დაშავებულების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.
ნეტგაზეთი ინფორმაციის დასაზუსტებლად, ზემოხსენებულ სიაშიც ხომ არ არიან ასეთი შემსრულებლები, დაუკავშირდა “შპს ქეი ივენთს”-ის დირექტორს, ნინო ციციშვილს.
“საჯარო ინფორმაციაა, რაც წერია, ყველაფერი ასეა. ამაზე არის კონტრაქტი გაფორმებული. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, თუ შეიძლება,” – გვითხრა მან.
რაც შეეხება საბავშვო კონცერტებსა და აქტივობებს, ამ მიზნით მერიამ კონტრაქტი შპს “ვანილა ივენთთან” გააფორმა, რომლის საერთო ღირებულება 255 448 ლარია.
„ქართული ოცნების“ მთავრობა საახალწლო ღონისძიებებისათვის 15 800 000 ლარს დახარჯავს. როგორც ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა კონცერტებსა და საახალწლო სოფლებზე დაიხარჯება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.
მუსიკოსების სიის გასაჯაროების შემდეგ, რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას არ მიიღებდა, მათ შორისაა: ნინი ბადურაშვილი, ანრი ჯოხაძე, ვერიკო ტურაშვილი და ქრისტინე იმედაძე.