გამოცემა “მაუწყებლის” ცნობით, გიორგი აბულაძე ტყიბულის შახტაში 18 წელია მუშაობს. 6 წლის წინ, სამუშაო ადგილას გაზის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა, ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა და მიღო სხეულის მძიმე დამწვრობა.
გიორგი ერთ-ერთია, ვინც გუშინ, მოულოდნელად გაიგო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას ის მის პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებს.
ასევე, მეშახტე ხვიჩა გაბუნია ერთ-ერთია, ვინც გუშინ, მოულოდნელად გაიგო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
წინასაახალწლო დღეებში ტყიბულში ათეულობით მეშახტე გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მშრომელები გათავისუფლების მოტივებს პოლიტიკურ პოზიციებს უკავშირებენ.