“რეჟიმის მაიმუნებმა, სასოწარკვეთისგან ახალ ფანდს მიაგნეს”– ჩერგოლეიშვილი

1 week ago 4

6

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

მეგობრებო, რეჟიმის მაიმუნებმა, სასოწარკვეთისგან ახალ ფანდს მიაგნეს.

“კეთილისმსურველებს” ავრცელებინებენ პირად მიმოწერებში, თითქოს რაღაც საშინელებას აპირებს ხელისუფლება და თავი შორს დაიჭირონ.

რეჟიმი ბევრ საშინელებას იზამს.

მაგრამ თქვენ ამაზე არ გაგაფრთხილებთ.

და ვისაც ამბავი მოაქვს, იმისგან თავი შორს დაიჭირეთ.

უნდა ვიდგეთ მტკიცედ და გავაგრძელოთ იქამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევთ:

1. პრემიერი გადადგება (მიყვება მთავრობა). ასევე გადადგება ცესკო და სუსის უფროსი.

2. ორ კვირაში დაინიშნება ხელახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება 3 თვეში.

3. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვისაც ოპო ოლიგარქია თიშავდა პროცესიდან და თავისუფლებაში!!! ქვემოდან ზემოთ, ამოიზრდება ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც დააფუძნებს ახალ რესპუბლიკას.

ასე დავბრუნდებით ევროპაში!

სრულად წაკითხვა