3
აქციებზე დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ “ტვ პირველს” გლდანის ციხიდან გამოუგზავნა:
ჩემი აზრით, რეჟიმის მხრიდან ეს იყო ცხელ გულზე დაშვებული შეცდომა, რითიც ყელში გავეჩხირეთ. ერთი მხრივ, ისინი გამალებით ეძებდნენ ვითომ აქციის ორგანიზატორებს და ამ მიზეზით დაშინების ფაქტორის გათვალისწინებით დაგვიჭირეს. თუმცა სასურველ შედეგზე ვერ გავიდნენ. ერთი დამადასტურებელი მასალაც არ მოუპოვებიანთ და სასამართლოზე ეს იქნება მათთვის კრახი. მეორე მხრივ, ჩვენი შეწყალება იქნება მათთვის დანებების ტოლფასი და ორ ცეცხლს შუა არიან მოქცეულნი. ამიტომ იწელება ჩვენი საქმე. გამოსავალი გარე და შიდა წინააღმდეგობა და მისი გაგრძელებაა. ცეცხლის რკალი უფრო და უფრო უნდა შეუვიწროვდეს ქართულ ოცნებას. მე ვფიქრობ, რომ (ნაკლებ სავარაუდოდ, თუმცა მაინც შესაძლებელია) ნაწილი გაუშვან და ნაწილი კვლავ პატიმრობაში დატოვონ, აი, ისეთები, ვისი საქმის განხილვასაც არსებული ვიდეომასალისგან სპეკულირებით შეიძლება მოხდეს. (მაგალითად, მე და ვეხფია კასრაძე, ჩვენი ვიდეოები შესაძლოა და განხილულ იქნება არაადეკვატურად). თუმცა დიდი ალბათობით, არავის არ გამოუშვებენ, გამომდინარე მათი ჯიქური პოზიციიდან, რაც მათვე ავნებს.
ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს. ის აქციების აქტიური მონაწილეა. ცეცხლაძესა და მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს რეჟიმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 6 დეკემბერს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შსს 19 წლის ახალგაზრდას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.