“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მიმართ მორიგი სანქციის დაწესებას ეხმაურება:
“ლეიბორისტული პარტიის მიერ დაწყებული ათწლიანი, სასანქციო ბრძოლის შედეგად და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ისტორიული წინააღმდეგობის შედეგად, რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს.
ეს ყველაფერი დამთავრდება დიქტატორული სისტემის შეცვლით და დემოკრატიული არჩევნებით.გილოცავთ!!!❤️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება