საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ჟურნალისტებთან კომენტარში საუბრობს 4 ოქტომბრის პროცესის ორგანიზებისა და პროპაგანდის შესახებ:
,,ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, ასე ვთქვათ, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს, ძალიან სამწუხაროა.
მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, მანდ რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? საკუთარი თვალით ვერ ხედავენ სად ცხოვრობენ?! საკუთარი მოსაზრების, ბატონი პაატას მოსაზრების ფორმირებას, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრების, მურთაზ ზოდელავას მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? თუ რავიცი, მიტინგზე ხალხის მოსვლას სჭირდება ორგანიზება?
აქ საუბარია ერთ ძალიან მარტივ რამეზე – რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები, რომლებსაც არ სჭირდებათ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყების მოსაწყობად ვინმეს კარნახი ან ვინმეს ორგანიზება.
მე მგონია, რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომელშიც 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე ,,ბუა”, მათ შორის ერთი მე ვარ”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი