რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.
“ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვართ და ჩვენი მსვლელობის მიზანია, რომ საზოგადოებას და მათ შორის იმ პირებს, რომლებიც დღესდღეობით წარმოადგენენ ჩვენს დამსაქმებლებს, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციის და საზოგადოების ერთგული, ვრჩებით ევროპული კურსის ერთგული. ამასთანავე მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტონ ჩვენს მიმართ ძალადობა, დაშინების სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რომლებიც ბოლო პერიოდში მრავლად იყო“, – განაცხადა მერიის თანამშრომელმა გიგა სოფრომაძემ.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი / IPN
The post რესპუბლიკის მოედნიდან საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – ისინი რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან appeared first on TTimes.GE.