WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

24

მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ სასამართლოს თავმჯდომარეს უთხრა, რომ ის მხარეს, კერძოდ ოცნებას ეხმარება, რევაზ ნადარაიამ მას „უზრდელი“, „თავხედი“, „მატყუარა“ უწოდა. გვარამიამ თავმჯდომარეს უთხრა, რომ მანტიას სცეს პატივი და ასეთი ტერმინები არ გამოიყენოს. ამის შემდეგ ნადარაიამ ის სასამართლოდან გააძევა – წინაზე მგეცათ საშუალება, დარბაზში დაბრუნებულიყავით, ახლა აღარ დაბრუნდებითო.

ნიკა გვარამიამ მოითხოვა განმარტება, თუ რის გამო აძევებდნენ „ გამოდის, რომ პასუხის საშუალებსაც არ გვაძლევთ? მოვა დრო და ამაზე პასუხს გაგებინებთ“ – უთხრა ნადარაიას. ამის შემდეგ საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ მანდატურებს მიმართა -„დროზე გაიყვანთ ეს უზრდელი კაცი“.