რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს?

2 days ago 14

ვნების შაბათი დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ეს დღე, მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.

წმინდა წერილის მიხედვით, ვნების კვირეულის დიდი შაბათის ღამეს მაცხოვარი დაიკრძალა. რომაელების წესების მიხედვით, ჯვარცმულების სხეულებს ძელზე ტოვებდნენ, თუმცა უფროსობის ნებართვით შეიძლებოდა მათი დაკრძალვა. ამიტომ იოსებმა იყიდა რა კვართი – გრძელი ტილო, რომელშიც იუდეველები მიცვალებულებს კრძალავდნენ, ქრისტეს ჯვარცმის და სიკვდილის შემდეგ, მივიდა პილატესთან და სთხოვა პროკურატორს იესოს ცხედრის დამარხვის უფლება მიეცა. ქრისტეს სხეული ჯვრიდან გადმოხსნის შემდეგ განბანეს, კვართში შეახვიეს და სპეციალურ გამოქვაბულში დაკრძალეს, რომელიც გოლგოთასთან ახლოს მდებარეობდა და იოსებს ეკუთვნოდა. ფარისევლები კი რომლებმაც იცოდნენ ქრისტეს წინასწარმეტყველებაზე მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, მივიდნენ პილატესთან და სთხოვეს იესოს საფლავთან გუშაგები დაეყენებინა, რადგან ეშინოდათ ცხედარი არავის მოეპარა. იუდეაში რომის პროკურატორმა განკარგულება გასცა იესოს სამარხის კარი ამოექოლათ და გუშაგები დაეყენებინათ. ყველა ძალისხმევის მიუხედავად სამარხი კვირას ცარიელი აღმოჩნდა, რაც უდავოდ ქრისტეს ჭეშმარიტად აღდგომის მტკიცებულება გახდა.

წყარო: primetime

სრულად წაკითხვა