12
„რიყის დოქების“ დემონტაჟი გრძელდება. ევროპის მოედანზე მეორე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს და იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ შენობას იერსახე უკვე მნიშვნელოვნად შეეცვალა.
დემონტაჟს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი ახლავს. ერთ-ერთი პირველი, ვინც თბილისის მერიას სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით მიმართა, არქიტექტორი ანა ბიბილაშვილია. მისი განცხადებით, „რიყის დოქების“ მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა და ამ მასშტაბის ინვესტიცია არ უნდა განადგურდეს.
ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ შენობისთვის ახალი ფუნქციის მოძებნა იყო შესაძლებელი.
“რიყის საკონცერტო დარბაზის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია დედაქალაქის მერიაში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში და გასაჩივრების საფუძველი არის ფაქტები, რომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეისწავლა ყველა გარემოება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს პოზიცია, რომ დემონტაჟის გადაწყვეტილებამდე აუცილებელია წინასწარ განისაზღვროს ამ ტერიტორიის განვითარების მომავალი. არ არსებობს არცერთი კვლევა, არცერთი დოკუმენტი, თუ რა მდგომარეობაშია შენობა-ნაგებობა, რატომ არ არსებობდა შესაძლებლობა მისი ადაპტური გამოყენების, რა ტექნიკური წინააღმდეგობები არსებობდა. ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება არქიტექტურული ობიექტის დემონტაჟის შესახებ ისე, რომ სამომავლო პერსპექტივა ტერიტორიის განსაზღვრული არ არის, – ამბობს ანა ბიბილეიშვილი.
თბილისის მერიამ “რიყის დოქების” დანგრევაზე თანხმობა გასცა.

1 hour ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·