რკინიგზა: უამინდობის გამო 14 დეკემბერს დაგეგმილი სამგზავრო მატარებლების რეისები უქმდება

1 week ago 3

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები.

კომპანიაში განმარტავენ, რომ უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მგზავრობის საფასურის სრულად ანაზღაურებას ჰპირდება.

კომპანია განმარტავს, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთები საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში დაბრუნდება. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, ისინი მგზავრებს ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ.

სრულად წაკითხვა