ანანო სტარკ სამუშია ავცელებს ინფორმაციას, რომ აქტივისტი მაია მაჭარაშვილი გარდაიცვალა.
როგორც ის წერს, გოგონები ერთად ცხოვრობდნენ.
მეგობრების თქმით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა ან ანევრიზმაა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი მიზეზი და მას ექსპერტიზა დაადგენს.
“არ ვიცი, რა მოხდა, სახლში მოვედი და გარდაცვლილი დამხვდა.
ჩემთან ცხოვრობდა და უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ხვალ გავიღვიძებ და იგივე რეალობა დამხვდება და მაიკო აღარ იქნება აქ. მთელი საღამოა ველოდები რომ მოვა სახლში და მოვუყვები რა სიგიჟე გადაგვხდა თავს...
სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი. როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო და იმაზე ვფიქრობდი, რამდენჯერ წამოვაძახებდი, ასე რომ მანერვიულა
არ ვიცი ასე როგორ დამთავრდა ყველაფერი“ - წერს ანანო სტრკ სამუშია.