“ბოლო სამი თვეა, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს. ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამასაც გადავლახავ.
ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა, რაც არ გადამილახავს. ასეთი მშვიდი და ჩუმი, დამანგრევლად ჩუმი დეპრესია თუ მექნებოდა, არ მეგონა, მაგრამ მოხდა.
არ დავიწყებ იმის ძიებას, თუ ვისი ბრალია. თქვენც ნუ დაიწყებთ იმის ძებნას, თუ ვინ არის დამნაშავე, არავინ არაფერში დაადანაშაულოთ, რადგან არავისი ბრალი არ არის. მიზეზებზე ვერ ვილაპარაკებ. ყველაფერს აქვს დასასრული. რამდენიმე თვეა, რაც ეს დამთავრდა, აქამდე მისვლა იყო რთული. წერტილის დასმის მერე არის სიმშვიდე, მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი სიმშვიდე. მადლობა მინდა ვუთხრა მეგობრებს, ვინც ეს პერიოდი ჩემთან ერთად გაიარეს. არ მეგონა, თუ ასე გამიჭირდებოდა.
მე მესამე ადამიანი არაფერში დამიდანაშაულებია, ის მესამე არაფერ შუაშია, თუმცა წელს რასაც ვუყურე და ვნახე შემთხვევით, აბსოლუტურად გაუგონარია. როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ კაცს ჰყავს ცოლი და სამი შვილი, ოჯახში ადგებოდე სასმლით. მაგრამ ის გოგო არაფერ შუაშია, ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ რომ ვყოფილიყავით მყარად… დამთავრდა ეს ისტორია, ჩვენი 12-წლიანი ურთიერთობა დამთავრდა”, – ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ყოფილ მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან განქორწინების შესახებ ისაუბრა.
ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელით გვიზიარებს იმ ემოციას და რთულ მდგომარეობას, რომელიც ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე, მეუღლესთან დაშორების შემდგომ აქვს 👇
„ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერაფრით ამოვხსენი… რანაირად შეიძლება, რომ ადამიანმა ქმრის ღალატი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის…
შარშან ხომ ისე ვიყავი, რაღაცნაირად მობილიზებულად… არ ვიყავი ასე. ამ ისტორიამ ნაკუწებად დამამსხვრია… ალბათ, ახლა ერთად მოგვიწევს ფენიქსის დაბადების ყურება და, რადგან ძალიან ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში, ერთად ვასწავლით ერთმანეთს, როგორ შევაკოწიწოთ ჩვენი თავი…
საიდან და როგორ იწყება ეს ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ, რომ დიდი ხანია ასეთი მდგომარეობა არ მქონია, დიდი ხანია არავის დავშორებულვარ, 13, 14 წელია… მაგრამ, რაღაცნაირად ერთმანეთს ვასწავლით და ერთად გავივლით იმ გზას, რასაც საკუთარი თავის დაბრუნება ჰქვია!
აი აქ, ყელში მაქვს რაღაც გაჩხერილი, მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ. ერთი წამით არ მეპარება ეჭვი! აუცილებლად დავდგები ფეხზე და ერთი წამით არ განვიხილავ, რომ დეპრესიაში ჩავვარდები“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.
Post Views: 4

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·